





270,00 ₾ Original price was: 270,00 ₾.220,00 ₾Current price is: 220,00 ₾.
SEEWORLD S26L არის 4G GPS ტრეკერი, რომელიც განკუთვნილია შინაური ცხოველების — კატებისა და ძაღლების — მდებარეობის რეალურ დროში თვალყურის დევნებისთვის. მოწყობილობა გამოირჩევა კომპაქტური და მსუბუქი დიზაინით, რაც მას კისრის საყელოზე მარტივად დასამაგრებელს ხდის. GPS, BDS და GNSS პოზიციონირების სისტემების კომბინაცია უზრუნველყოფს ზუსტ მდებარეობის მონაცემებს როგორც ქალაქში, ასევე ბუნებაში ნადირობის დროს ან ღია ადგილებში. ტრეკერი შექმნილია ცხოველების აქტიური ცხოვრების სტილისთვის. ის უძლებს წვიმას, გუბეებში სირბილსა და ტალახს.
S26L მხარს უჭერს გეოფენსინგს — მფლობელი დაუყოვნებლივ იღებს შეტყობინებას, თუ ცხოველი განსაზღვრულ ზონას გასცდება. მოძრაობის ისტორიის ნახვა, სინათლის სენსორით განგაში და დაბალი ბატარეის გაფრთხილება. შესაძლებელია ტრეკერზე არსებულ ნომერზე დარეკო და ესაუბრო ირგვლივ მყოფთ ან მოისმინო მათი ხმა.
აქტიური რეჟიმიში თუ ლოკაცია ყოველ 3-5 წუთში ახლდება (მაგალითად, როცა ძაღლი გარეთ არის და აკონტროლებთ), ელემენტი საშუალოდ 3-დან 5 დღემდე გაძლებს.
სტანდარტული ჭკვიანი რეჟიმიში თუ მოწყობილობა ლოკაციას აახლებს მხოლოდ ძაღლის მოძრაობისას ან 10-15 წუთიანი ინტერვალებით, ტრეკერი 7-დან 10 დღემდე იმუშავებს. მართვა ხდება WhatsGPS აპლიკაციის საშუალებით, iOS და Android სისტემებზე.
ტექნიკური მახასიათებლები:
პოზიციონირება: BDS / GPS / GNSS
ქსელი: 4G LTE
ბატარეა: 700 mAh
წყალგაუმტარობა: IP67
დამუხტვა: მაგნიტური კაბელით
მუშაობის ტემპერატურა: -20°C – +75°C
ზომა: 75.8 × 37.6 × 19 მმ
აპლიკაცია: WhatsGPS (iOS / Android)
წონა: 42.2 გ
მიწოდების სერვისი და პირობები
ჩვენი გუნდი მუშაობს ყოველდღიურად, რათა თქვენი შენაძენი მთელი საქართველოს მასშტაბით უმოკლეს დროში მოგაწოდოთ.
მიწოდება თბილისში
თბილისის მასშტაბით გთავაზობთ ორ არჩევანს: სტანდარტულს და სწრაფს.
1. სტანდარტული მიწოდება (1-2 დღე)
ფასი: 5 ლარი (50 ლარზე მეტი შენაძენისას – უფასო).
ვადა: სამუშაო დღეებში 12:00 საათამდე მიღებული შეკვეთა მოგივათ 1-2 სამუშაო დღეში.
შენიშვნა: შაბათს 12:00 საათამდე მიღებული შეკვეთები გამოიგზავნება ორშაბათს.
2. სწრაფი მიწოდება (Express)
ფასი: 15 ლარი.
ვადა: სამუშაო დღეებში 14:00 საათამდე მიღებულ შეკვეთას მიიღებთ იმავე დღეს.
შენიშვნა: 14:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთა ჩაგაბარდებათ მომდევნო სამუშაო დღეს.
მიწოდება რეგიონებში
ფასი: 10 ლარი*.
ვადა: 1-დან 3 სამუშაო დღემდე.
კურიერი: მომსახურებას ახორციელებს „საქართველოს ფოსტა“. (თბილისს გარეთ კონკრეტულ ლოკაციებზე ტრანსპორტირების ღირებულება შესაძლოა შეიცვალოს და დაზუსტდეს ოპერატორთან).
მნიშვნელოვანი გამონაკლისები (მაღალმთიანი რეგიონები)
საკურიერო მომსახურება (სახლში მიტანა) არ ვრცელდება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე:
მესტია
სტეფანწმინდა
დუშეთი
თიანეთი
ცაგერი
ლენტეხი
როგორ ვიღებთ ამანათს? ამ რეგიონებში შეკვეთის გატანა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი ფოსტის ოფისიდან.
ჩვენი პარტნიორები
თქვენს კომფორტზე ზრუნავენ: Deli Courier, Wolt, Glovo (თბილისი) და საქართველოს ფოსტა (რეგიონები).







































