კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა
ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და არ გადავცემთ მათ მესამე პირებს, გარდა საკურიერო კომპანიისა (რომელსაც თქვენი მისამართი და ნომერი სჭირდება ნივთის მოსატანად).
- საიტზე რეგისტრაციით თქვენ თანხმდებით, რომ შესაძლოა მიიღოთ საინფორმაციო SMS ან ელ-ფოსტა სიახლეებისა და აქციების შესახებ.
- თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა ან განახლება.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ ვცდილობთ, რომ საიტმა იმუშაოს შეფერხებების გარეშე, თუმცა არ ვაგებთ პასუხს ტექნიკურ ხარვეზებზე, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით (მაგალითად, ინტერნეტ პროვაიდერის გამო) შეიძლება წარმოიქმნას. თუ საიტზე ტექნიკური ხარვეზია, გთხოვთ, თავი შეიკავოთ გადახდისგან და დაგვიკავშირდეთ.
წესები და პირობები
მოგესალმებით Luckystore.ge-ზე! ჩვენი საიტით სარგებლობითა და შეკვეთის განთავსებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს. საიტი ეკუთვნის შპს „ფენიქსს“ (ს/კ 402051541).
ზოგადი პირობები
- საიტზე რეგისტრაციით ან შეკვეთის გაფორმებით ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი (18 წლის) ქმედუნარიანი პირი, ან გაქვთ შესაბამისი ნებართვა მშობლებისგან/მეურვეებისგან.
- თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ტელეფონი), რათა შევძლოთ ნივთის დროული მოწოდება.
- პირადი ანგარიშის უსაფრთხოებაზე (პაროლის კონფიდენციალურობაზე) პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.
შეკვეთა და გადახდა
- შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.
- ფასები მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
- გადახდა ხორციელდება მხოლოდ საიტზე მითითებული ფორმით (ბარათით, გადარიცხვით ან ნაღდი ანგარიშსწორებით).
- თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენს საიტზე არ ინახება. გადახდა ხდება პარტნიორი ბანკის დაცული გვერდის მეშვეობით.
მიწოდების სერვისი
თბილისში სტანდარტული მიწოდება:
მიწოდება ხორციელდება 1–2 სამუშაო დღეში.
- თუ შეკვეთის ღირებულება აღემატება 50 ლარს – მიწოდება უფასოა.
- 50 ლარამდე შენაძენზე, მიწოდების საფასური შეადგენს 5 ლარს.
თბილისში სწრაფი მიწოდება:
16:00 საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება ხორციელდება იმავე დღეს, მიწოდების საფასური შეადგენს 15 ლარს.
რეგიონებში მიწოდება:
მიწოდება ხორციელდება 3–5 სამუშაო დღეში.
- თუ შეკვეთის ღირებულება აღემატება 50 ლარს – მიწოდება უფასოა.
- 50 ლარამდე შენაძენზე მიწოდების საფასური შეადგენს 10 ლარს.
შეკვეთის მიღებისთანავე კომპანია იწყებს მარაგის გადამოწმებას და გამზადებას. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი მარაგში არ აღმოჩნდება, მაღაზიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ აღნიშნულის შესახებ.
საკურიერო მომსახურება:
თბილისი: Delly, Glovo, Wolt.
რეგიონები: საქართველოს ფოსტა, Easy Way, Onway.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მზად ვართ დაგეხმაროთ:
ელ-ფოსტა: info@luckystore.ge
იურიდიული პირი: შპს „ფენიქსი“ (ს/კ 402051541)
მისამართი: თბილისი, გ. ცაბაძის #8, ს.ც. „კიდობანი“, 0 სართული, მაღაზია #57.
ტელეფონი: +995 555 394 033 / +995 579 036 456



































