გარანტია და დაბრუნება
ჩვენი გუნდი ზრუნავს, რომ Luckystore.ge-ზე შეძენილი თითოეული ნივთი იყოს ხარისხიანი და შეესაბამებოდეს თქვენს მოლოდინს. თუ მაინც დაგჭირდათ საგარანტიო მომსახურება ან ნივთის დაბრუნება , გთხოვთ, გაეცნოთ წესებს:
1. საგარანტიო მომსახურება
თუ ნივთს აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი, ჩვენ უზრუნველყოფთ მის შეკეთებას, შეცვლას ან თანხის დაბრუნებას.
- გარანტია ვრცელდება მხოლოდ ქარხნულ წუნზე.
- გარანტია არ ვრცელდება, თუ დაზიანება გამოწვეულია ნივთის არასწორი ექსპლუატაციით, მექანიკური დაზიანებით (დავარდნა, გატეხვა), სითხის მოხვედრით ან ძაბვის ცვალებადობით.
2. ნივთის დაბრუნების პირობები
თქვენ გაქვთ უფლება, დააბრუნოთ შეძენილი ნივთი მისი ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანი პირობები:
- მდგომარეობა: ნივთი უნდა იყოს ახალი, გამოუყენებელი და დაუზიანებელი.
- შეფუთვა: შენარჩუნებული უნდა იყოს პირვანდელი ქარხნული შეფუთვა, ყველა იარლიყი, აქსესუარი და თანმხლები დოკუმენტაცია.
- გამონაკლისი პროდუქტები რომლებზეც მოხდა სისტემური აქტივაცია (დაუკავშირეთ ტელეფონს, ტელევიზორს, ინტერნეტს ან შექმენით ანგარიში), ითვლება გამოყენებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება (გარდა ქარხნული წუნის შემთხვევისა).
3. თანხის ანაზღაურება
ნივთის დაბრუნებისას, ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე:
- 100% ანაზღაურება: თუ ნივთის შეფუთვა გაუხსნელი და დაუზიანებელია / ნივთს აქვს ქარხნული წუნი.
- ნაწილობრივი ანაზღაურება: თუ ნივთს ან მის შეფუთვას ეტყობა მოხმარების/დაზიანების კვალი, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ დავიბრუნოთ ნივთი ან ავანაზღაუროთ გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი (ნივთის ღირებულების დაკარგვის შესაბამისად).
4. ტრანსპორტირების ხარჯი
- თუ აბრუნებთ წუნდებულ ან შეცდომით გამოგზავნილ ნივთს — ტრანსპორტირების ხარჯს ჩვენ ვანაზღაურებთ.
- თუ ნივთს არ აქვს ქარხნული ხარვეზი მაგრამ შეცდომით მოხდა შეძენა ან გადაიფიქრეთ მისი დატოვება — ტრანსპორტირების ხარჯი მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
5. როგორ მოვიქცეთ?
დაბრუნების ან საგარანტიო შემთხვევის დასაფიქსირებლად:
- დაგვიკავშირდით: +995 555 394 033 ან მოგვწერეთ: info@luckystore.ge.
- ნივთის ჩვენს საწყობში მიღებისა და შემოწმების შემდეგ, კუთვნილი თანხა დაგიბრუნდებათ საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.



































