USAMS US-CD196 80000mAh 130W Power Station – პორტატული დამტენი

Original price was: 300,00 ₾.Current price is: 250,00 ₾.

აღწერა

USAMS US-CD196 80000mAh შექმნილია მათთვის, ვისაც სჭირდება დიდი ტევადობისა და მაღალი სიმძლავრის პორტატული ენერგიის წყარო მოგზაურობისთვის, კემპინგისთვის, გარე აქტივობებისთვის ან ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.

80000mAh ტევადობა და 130W-მდე ჯამური გამომავალი სიმძლავრე საშუალებას გაძლევთ ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობა დატენოთ. Power Station-ს აქვს 2 USB Type-C და 3 USB-A პორტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია 5 მოწყობილობის ერთდროულად დაკავშირება.

ორივე USB Type-C პორტი მხარს უჭერს 100W-მდე გამომავალ სიმძლავრეს, რაც საშუალებას იძლევა შესაბამისი მოწყობილობები, მათ შორის ლეპტოპები, სწრაფად დაიტენოს. USB-A პორტებიდან ორი უზრუნველყოფს 22.5W-მდე სიმძლავრეს, ხოლო მესამე USB-A პორტი — 10W-მდე.

USAMS US-CD196 მხარს უჭერს PD და QC სწრაფი დატენვის ტექნოლოგიებს. Type-C პორტები ასევე გამოიყენება თავად Power Station-ის დასატენად და მხარდაჭერილია 65W-მდე შეყვანის სიმძლავრე.

მოწყობილობას აქვს ჩაშენებული LED ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია დატენვისა და ენერგიის მდგომარეობის კონტროლი, ასევე ჩაშენებული ფანარი, რაც განსაკუთრებით პრაქტიკულია კემპინგის, მოგზაურობისა და საგანგებო სიტუაციების დროს.

კომპაქტური Power Station-ის ზომებია 150 × 68 × 160 მმ, ხოლო წონა დაახლოებით 1.97 კგ-ს შეადგენს. კორპუსი დამზადებულია ABS + PC მასალისგან და აღჭურვილია მოსახერხებელი სატარებელი სახელურით.

USAMS US-CD196 არის პრაქტიკული არჩევანი მათთვის, ვისაც ერთი მოწყობილობით სურს სმარტფონის, ტაბლეტის, ლეპტოპის და სხვა USB მოწყობილობების დამუხტვა.

მიტანის სერვისი და პირობები
  • მიწოდების სერვისი და პირობები

  • ჩვენი გუნდი მუშაობს ყოველდღიურად, რათა თქვენი შენაძენი მთელი საქართველოს მასშტაბით უმოკლეს დროში მოგაწოდოთ.

  • მიწოდება თბილისში

  • თბილისის მასშტაბით გთავაზობთ ორ არჩევანს: სტანდარტულს და სწრაფს.

  • 1. სტანდარტული მიწოდება (1-2 დღე)

  • ფასი: 5 ლარი (50 ლარზე მეტი შენაძენისას – უფასო).

  • ვადა: სამუშაო დღეებში 12:00 საათამდე მიღებული შეკვეთა მოგივათ 1-2 სამუშაო დღეში.

  • შენიშვნა: შაბათს 12:00 საათამდე მიღებული შეკვეთები გამოიგზავნება ორშაბათს.

  • 2. სწრაფი მიწოდება (Express)

  • ფასი: 15 ლარი.

  • ვადა: სამუშაო დღეებში 14:00 საათამდე მიღებულ შეკვეთას მიიღებთ იმავე დღეს.

  • შენიშვნა: 14:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთა ჩაგაბარდებათ მომდევნო სამუშაო დღეს.

  • მიწოდება რეგიონებში

  • ფასი: 10 ლარი*.

  • ვადა: 1-დან 3 სამუშაო დღემდე.

  • კურიერი: მომსახურებას ახორციელებს „საქართველოს ფოსტა“. (თბილისს გარეთ კონკრეტულ ლოკაციებზე ტრანსპორტირების ღირებულება შესაძლოა შეიცვალოს და დაზუსტდეს ოპერატორთან).

  •  მნიშვნელოვანი გამონაკლისები (მაღალმთიანი რეგიონები)

  • საკურიერო მომსახურება (სახლში მიტანა) არ ვრცელდება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე:

  • მესტია

  • სტეფანწმინდა

  • დუშეთი

  • თიანეთი

  • ცაგერი

  • ლენტეხი

  • როგორ ვიღებთ ამანათს? ამ რეგიონებში შეკვეთის გატანა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი ფოსტის ოფისიდან.

  • ჩვენი პარტნიორები

  • თქვენს კომფორტზე ზრუნავენ: Deli Courier, Wolt, Glovo (თბილისი) და საქართველოს ფოსტა (რეგიონები).

 

მსგავსი პროდუქტები