SEEWORLD W15L GPS Tracker

Original price was: 270,00 ₾.Current price is: 220,00 ₾.

აღწერა
SEEWORLD W15L არის W15 მოდელის განახლებული ვერსია, რომლის მთავარი განსხვავება 4G LTE ქსელის მხარდაჭერაა. ის უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და სტაბილურ კავშირს.
ის არის პრემიუმ კლასის 4G უსადენო GPS ტრეკერი, რომელიც შექმნილია გრძელვადიანი მონიტორინგისთვის. 7500mAh ტევადობის ელემენტი, ძლიერ მაგნიტურ სამაგრთან ერთად, მას საუკეთესო არჩევნად აქცევს ავტომობილების, კონტეინერების, სპეც-ტექნიკის ან მოძრავი ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობის კონტროლისთვის. მოწყობილობა აღჭურვილია სინათლის სენსორით, რომელიც მომენტალურად გატყობინებთ, თუ ტრეკერი სამაგრიდან მოხსნეს.
 
W15L-ის მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არჩეულ რეჟიმზე:  სტანდარტული გამოყენება: როდესაც მოწყობილობა ავტომობილის გადაადგილებისას მონაცემებს ინტერვალებით აგზავნის ის ძლებს 15-დან 30 დღემდე.
ლოდინის რეჟიმი (Standby): როდესაც მოწყობილობა არ აფიქსირებს მოძრაობას ავტომატურად გადადის ლოდინის რეჟიმში და მხოლოდ პერიოდულად აგზავნის სიგნალს რის შედეგადაც ზოგავს ბატარეას და ძლებს 60 დღემდე 
 
ძირითადი ფუნქციები:
  • რეალურ დროში ადგილმდებარეობის ნახვა
  • მართვა მობილური აპლიკაციიდან (Android / iOS)
  • მაღალი სიზუსტის GPS ტრეკინგი
  • ენერგიის დაბალი მოხმარება
  • ავტომობილის კონტროლი დისტანციურად
  • მოძრაობის და გადაადგილების დაწყების შეტყობინებები
  • გადაადგილების ისტორიის ნახვა
Seeworld W15L გამოსაყენებლად იდეალურია:
  • ავტომობილის დაცვისთვის
  • გაქირავებული მანქანებისთვის
  • კურიერული მომსახურებისთვის
  • მოტოციკლებისა და სკუტერებისთვის
  • პირადი ტრანსპორტის კონტროლისთვის
ტექნიკური მონაცემები:

ქსელი: 4G LTE / 2G GSM (გლობალური მხარდაჭერა)
კომუნიკაციის სიხშირე EU: GSM 900/1800 MHz / LA: GSM 850/900/1800/1900
ლოკაცია: GPS + BDS + LBS + GNSS (ზეზუსტი ლოკაცია)
ელემენტი: 7500 mAh (დატენვადი Li-ion)
უსაფრთხოება: სინათლის სენსორი (მოხსნის საწინააღმდეგო განგაში)
აუდიო: ხმის დისტანციური მონიტორინგი და ჩაწერა
სამაგრი: ულტრა-ძლიერი ინტეგრირებული მაგნიტი
განგაშები: ვიბრაცია, დაბალი მუხტი, სიჩქარის გადაჭარბება, გეო-ზონა
დაცვა: IP65 
წონა: 236 გ
მიტანის სერვისი და პირობები
  • მიწოდების სერვისი და პირობები

    შეკვეთებს ვაგზავნით თბილისში და საქართველოს რეგიონებში. მიწოდების ვადა და საფასური დამოკიდებულია მისამართსა და არჩეულ სერვისზე. შეკვეთის გაფორმებამდე მიწოდების საბოლოო საფასური გამოჩნდება კალათაში.

    მიწოდება თბილისში

    თბილისში ხელმისაწვდომია სტანდარტული და ექსპრეს მიწოდება.

    სტანდარტული მიწოდება

    • მიწოდების ვადა: 1–2 სამუშაო დღე.

    • საფასური: 5 ₾, თუ შეკვეთის ღირებულება 50 ₾-ზე ნაკლებია.

    • 50 ₾-დან შენაძენზე სტანდარტული მიწოდება უფასოა.

    • სამუშაო დღეს 12:00-მდე მიღებული შეკვეთა იმავე დღეს იგზავნება.

    • შაბათს 12:00-მდე მიღებული შეკვეთა ორშაბათს იგზავნება.

    ექსპრეს მიწოდება

    • საფასური: 15 ₾.

    • სამუშაო დღეს 14:00-მდე მიღებული შეკვეთა იმავე დღეს მოგეწოდებათ.

    • 14:00-ის შემდეგ მიღებული შეკვეთა მომდევნო სამუშაო დღეს მოგეწოდებათ.

    თბილისში მიწოდებას უზრუნველყოფს Deli Courier.

    მიწოდება რეგიონებში

    • მიწოდების ვადა: 3–5 სამუშაო დღე.

    • საფასური: 10 ₾, თუ შეკვეთის ღირებულება 50 ₾-ზე ნაკლებია.

    • 50 ₾-დან შენაძენზე სტანდარტული მიწოდება უფასოა.

    • კურიერი: საქართველოს ფოსტა.

    ზოგიერთ მისამართზე მიწოდების საფასური ან პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს. ასეთ შემთხვევაში დეტალებს შეკვეთის გაფორმებამდე შეგატყობინებთ.

    მაღალმთიანი რეგიონები

    შემდეგ ადგილებში კურიერს ამანათი სახლში არ მიაქვს; შეკვეთის მიღება შესაძლებელია ადგილობრივი ფოსტის ოფისიდან:

    • მესტია

    • სტეფანწმინდა

    • დუშეთი

    • თიანეთი

    • ცაგერი

    • ლენტეხი

    ჩვენი პარტნიორები

    • თბილისი: Deli Courier

    • რეგიონები: საქართველოს ფოსტა

  • თქვენს კომფორტზე ზრუნავენ: Deli Courier, Wolt, Glovo (თბილისი) და საქართველოს ფოსტა (რეგიონები).

 

მსგავსი პროდუქტები